სანქტ-პეტერბურგში აღკვეთეს ტერაქტი, რომელიც საახალწლოდ მზადდებოდა

© photo: Sputnik / Maks Vetrov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერაქტები ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში იგეგმებოდა. ტერაქტების მომზადების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს აშშ-მა მიაწოდეს.

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა პარასკევს დააკავა რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც საახალწლოდ სანქტ-პეტერბურგში ტერაქტების სერიის განხორციელებას აპირებდნენ, იუწყება РИА Новости.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. - Sputnik საქართველო
სროლა მოსკოვის ცენტრში - ინციდენტის ახალი დეტალები

განცხადების თანახმად, ისინი ტერაქტებს ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში გეგმავდნენ. ტერაქტების მომზადების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს აშშ-მა მიაწოდეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა შემდეგი მუხლებით: „ტერორიზმი“, „დანაშაულის მომზადება“ და „მონაწილეობა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში“.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც მადლობა გადაუხადა სპეცსამსახურების ხაზით გადაცემული ინფორმაციისთვის, რომლის მეშვეობითაც აღიკვეთა ტერაქტები სანქტ-პეტერბურგში.

ყველა ახალი ამბავი
0