თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებზე ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია imedi.
როგორც ტელეკომპანიას ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი გადარჩა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სადგურის მოედანზე მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ამის შემდეგ სადგურზე ძაბვა მოიხსნა, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მატარებლები ზონალურად მოძრაობდნენ. მგზავრი ცოცხალია, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა“, - აცხადებენ სატრანსპორტო სამსახურში.
ამჟამად მეტრო ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.