თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. სერიოზული ავარია მოხდა შაბათს საღამოს ერევან-სევანის ტრასაზე: რაზდანის შემოგარენში ერთმანეთს 11 ავტომობილი შეეჯახა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
Toyota Camry-ს ტიპის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხოლო Mercedes Sprinter-ი ამოტრიალდა.
მაშველების მისვლამდე BMW E46-ის მარკის ავტომობილის 34 წლის მგზავრი ქალბატონი, ასევე Opel Vectra B-ს და Mercedes E320-ს მარკის ავტომობილების მძღოლები მანქანებიდან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ამოიყვანეს.
ორ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ერთი კი გადაიყვანეს რაზდანის სამედიცინო ცენტრში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.