მარინა კოდუა: მაშინ ეს კანონი არ იყო, თორემ შეიძლება ჩემთვის დედობა ჩამოერთვათ

© Sputnik / Alex ShlamovМарина Кодуа бизнесвумен - мама баскетболиста Зазы Пачулия
Марина Кодуа бизнесвумен - мама баскетболиста Зазы Пачулия - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარინა კოდუა ზაზა ფაჩულიაზე საუბრობს და იხსენებს იმ ამბავს, როდესაც მან თავისი შეყვარებული, მომავალი მეუღლე, დედას პირველად გააცნო.
მარინა კოდუა: მაშინ ეს კანონი არ იყო, თორემ შეიძლება ჩემთვის დედობა ჩამოერთვათ
„მე ინგლისური ისე ცუდად ვიცი, რომ ზაზასთან არ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ თვითონ კარგი ინგლისურით ლაპარაკობს. სამაგიეროდ ზაზამ მეგრული არ იცის, მე ვიცი და ამაში ვჯობნი. ზაზასთან პირველად რომ ჩავედი ამერიკაში მაშინ ექვსთვიანი ვიზები იყო და მასთან ექვსი თქვე ვცხოვრობდი. მერე უკვე თიკა შემოგვიერთდა და  ბედნიერი ვარ, რადგან მე აქ ჩემს საქმეს ვაკეთებ, ზაზას კი თიკა უვლის. თიკაზე მითხრა, რომ ძალიან კარგი გოგო გავიცანი და მიყვარსო, მერე ის ჩვენთან სახლში მოვიდა, ვნახეთ და ვილაპარაკეთ. არ შეიძლებოდა, რომ პატარა თიკათი აღფრთოვანებული არ დავრჩენილიყავით.“- ამბობს მარინა კოდუა.

მარინა კოდუა, ზაზა ფაჩულიას დედა ამბობს: „ერთადერთი ზაზას იმას ვეუბნებოდი ძალიან პატარები ხომ არ ხართ მეთქი? მაშინ თიკა-19 წლის იყო. ყველაფერი მშვიდად და მარტივად მოხდა, მერე დაქორწინდნენ კიდეც. ზაზამ სულ იმას მსაყვედურობს, რომ მე ძალიან მკაცრი დედა ვიყავი.“

ყველა ახალი ამბავი
0