Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილის ნაძვის ხე გაგაოცებთ - როგორ ემზადება სექს-სიმბოლო ახალი წლისთვის

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წელი ახლოვდება და ქართველი ვარსკვლავები განსაკუთრებულად ემზადებიან.  შორენა ბეგაშვილმა თანამედროვედ მოწყობილი სახლი ზღაპარივით მორთო. ნახეთ, როგორ გამოიყურება მსახიობის გემოვნებიანი ნაძვის ხე...

მოდური და მუდამ ტენდენციური შორენა ბეგაშვილი ტრადიციას არ ღალატობს. წელს მისი სახლი განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება. თაყვანისმცემლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. სოციალურ ქსელში მსახიობის მიერ გამოქვეყნებული სურათები აქტიურად ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს სულ რაღაც ერთ საათში 2 ათასამდე მოწონება აქვს. პოპულარულ ტელესახეს ერთ-ერთმა კომპანიამ ულამაზესი თაიგული აჩუქა. შორენამ ნაძვის ხესთან სახლის ფორმაში გამოწყობილმა იპოზირა.  თოვლით დაფარული  ნაძვის ხე განსაკუთრებული ეფექტით გამოირჩევა, მსახიობის ფოტო უაღრესად მიმზიდველი გამოვიდა.

ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.  შორენა, თავის მხრივ,  ცდილობს მაქსიმალურად ახლოს იყოს თაყვანისმცემლებთან და ცხოვრების საჭირო დეტალებს აქვეყნებს. ბეგაშვილი და მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ. მისი შეყვარებული, ქალიშვილი, სამეგობრო წრე და შორენას პირადი ინტერესები ბევრ კითხვას ჰბადებს. მსახიობი „რუსთავი 2"- ზე ახალი გადაცემით დაბრუნდა, რომლის ანონსი უკვე მზად არის. სუპერ-ვარსკვლავს დამაინტრიგებელი განცხადებების გაკეთება არ სჭირდება, მის გარშემო ჭორ-მართალი ულევი რაოდენობით ვრცელდება.  საკმარისია რაიმე სკანდალური ფოტო გამოაქვეყნოს, საზოგადოება შორენას განხილვას არ წყვეტს. ამჯერად, ცნობილმა სახემ გამომწერებს საახალწლო განწყობა გაუზიარა. მისი სახლი პატარა ზღაპარს დაემსგავსა.

სასოწარკვეთილი ახალგაზრდობის მიუხედავად, როგორც შორენა აღნიშნავს, მისი სიძლიერე გადატანილმა პრობლემებმა განაპირობა. ყველას კარგად ახსოვს შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრების დეტალები, ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კარიერული პროგრესი.  ადამიანები მას აკრიტიკებენ, თუმცა თბილისში ტრენდს ის ქმნის. ბოლო დროს საზოგადოება შორენას პლასტიკურ ოპერაციებზე აქტიურად საუბრობს. ადამიანების გავრცელებული ჭორების საპირისპიროდ შარმიანი მსახიობი ახალგაზრდობის სურათების გამოქვეყნებას არ წყვეტს.

ყველა ახალი ამბავი
0