ოლგა ბაბლუანი ადრეულ ასაკში დაოჯახდა. ამბობს, რომ 90- იანებში ოჯახის შექმნა ტენდენციური იყო. მას შვილი გათხოვებიდან ძალიან მალე შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ წინ რთული და საპასუხისმგებლო ეტაპი ჰქონდა, ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა საკუთარი ძალების მაქსიმუმი გამოამჟღავნა და საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების დაპყრობა დაიწყო. ოჯახი კი, ადრეულ ასაკში დაენგრა. მშვიდი საუბარი, ინტელექტი, გამორჩეული მანერები და საინტერესო თოქ-შოუები ოლგას სახასიათო შტრიხებია. ოლიკოს 3 დედმამიშვილი ჰყავს. მეგობრულ ოჯახში გაზრდილი გოგონა, შემოქმედებითი უნარით გამოირჩევა და ახალი გამოწვევებს არასდროს უშინდება. სწავლობდა თეატრალურზე, შემდეგ ცოდნა ისტორიულ ფაკულტეტეზე გაიღრმავა და მედიაგანვითარების სფეროს დიდი ენთუზიაზმით შეუდგა.
ყვება, რომ მისი გადაცემები რეიტინგულობაზე არ არის ორიენტირებული, თუმცა თავად ძალიან რეიტინგული სტუმარია და განსხვავებულ გადაცემებში მორიგი სტუმრობა ამტკიცებს. უაღრესად საინტერესო და შემეცნებითი შტრიხებით გაჯერებული გადაცემა „მშვიდობით, იარაღო!“, თოქ-შოუ „რა დროს ძილიამ?“ ჩაანაცვლა. განსხვავებული რეპორტაჟები და ამბების გადმოცემის ორიგინალური უნარი ოლგა ბაბლუანს მეტ ხიბლს ჰმატებს. ამას ერთგული მაყურებელი დიდი ხანია ამჩნევს და გადაცემა აქტუალობით სარგებლობს.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ორ ქვეყანას შორის უწევს, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი არ ავიწყდება. ოლგა ბაბლუანის ახალმა გატაცებამ – სკუტერით ქალაქში მოძრაობამ ბევრი ადამიანი გააოცა და დააბნია. მისი გადაცემებიც ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას მოიცავს. ახლა კი, ცნობილი ჟურნალისტი თაყვანისმცემლებს სტუდენტობის ულამაზესი ფოტოების გამოქვეყნებით აოცებს. ოლგა თავის მხრივ სპორტულ დარბაზებში ვარჯიშით იწონებს თავს და გადასარევად გამოიყურება. თუმცა, მისი სილამაზე არა ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრობის, არამედ გენეტიკის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ოლგას დედმამიშვილებიც საუცხოოდ გამოიყურებიან და არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ. ვერავინ იტყვის, რომ ოლგას ორი შვილი ჰყავს. გოგონები ახალგაზრდა დედას ძალიან ჰგვანან. ლიკუნა ბაბლუანი და ნასტასია ლეგრანი საფრანგეთში ცხოვრობენ. მათ საერთო ფოტოს ბევრი გაუგებრობა ახლავს, ვინაიდან ადამიანები გოგონებს დედისგან ვერ განასხვავებენ და დები ჰგონიათ.