„მადლობა მათ ამისათვის“ - მოსკოვში გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიპირველი თოვლი ცხინვალში
პირველი თოვლი ცხინვალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულმა მხარემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატების როლი აღნიშნა

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა დიდი როლი ითამაშეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში, ამტკიცებენ რუსი პოლიტიკოსები „Sputnik-საქართველოსთან“ და ტელეკომპანია „ობიექტივთან“ ინტერვიუში.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია >>

შაბათს ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტოს ხელისუფლებამ გაფრინდაშვილი გაათავისუფლა ციხიდან. ქართველი ექიმი უკვე თბილისში, საკუთარ სახლში დაბრუნდა.

„მიმაჩნია, რომ ეს კარგი ამბავია საახალწლოდ, და ის ქმნის სწორ განწყობასა და იმედს უფრო პროგნოზირებადი და კონსტრუქციული 2020 წლისთვის“, - განაცხადა ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა.

ამასთან მან აღნიშნა ქართველი პოლიტიკოსების როლი, რომლებმაც გაფრინდაშვილის გათავისუფლებისათვის ძალისხმევა არ დაიშურეს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგის ჟენევის ფორმატით უკმაყოფილოა

„ჩვენ ვიცით იმ ძალისხმევის შესახებ, რომელიც ძალიან ბევრმა არ დაიშურა საქართველოში... რამდენადაც მე ვიცი, გაფრინდაშვილს მაშინვე დახვდნენ პარლამენტარები, მათ შორის ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი - რედ.)“, - განაცხადა კარასინმა.

კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად მოსკოვშიც მოინდომეს.

„ვიცი, რომ ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსმა“, იმუშავა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შემდგარიყო. საქართველოში მათ ამისათვის მადლობას საზოგადოებრივი აზრი ეტყვის. და აქ, მოსკოვში, სრულიად კონკრეტული ძალისხმევით... სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან დარწმუნებისა და დიალოგის გზით ეს პრობლემა გადავჭერით“, - განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, გაფრინდაშვილის გათავისუფლება საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის გადახედვის შესაძლებლობას იძლევა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ ქართველი ექიმისთვის ცხინვალში გამოტანილ განაჩენს უკანონო უწოდა

„მე მგონია, რომ ყველაფერი, რაც დღეს მოხდა, ქმნის ახალ პირობებს იმისათვის, რომ ახლებურად შევხედოთ დიალოგს, წინ წამოვწიოთ როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული საკითხები, ისე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან. როგორც იცით, დიალოგის ფორმატი შექმნილი გვაქვს, გვაქვს კონტაქტები, ვწყვეტთ ძალიან ბევრ ორმხრივ საკითხებს. დღეს გვაქვს მიზეზი ახლებურად შევხედოთ მომავალ წელს და ვიფიქროთ, როგორ გამოვრიცხოთ მსგავსი ტიპის პრობლემები, რომლებიც, რა თქმა უნდა, თავის ანაბეჭდს ტოვებს მთლიანად ატმოსფეროშიც, საქართველოშიც და რეგიონშიც. ჩვენ ამისათვის მზად ვართ და თქვენ ეს კარგად იცით“, - განაცხადა კარასინმა.

სახელმწიფო დუმის დსთ–ის, ევრაზიაში ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში განსაკუთრებით „პატრიოტთა ალიანსის“ როლი გამოყო.

„როგორც თქვენ იცით, ჩვენ დიდი ხნის წინ განვახორციელეთ საპარლამენტო თანამშრომლობა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“, და როდესაც მათ მოგვმართეს, რათა აღნიშნულ საკითხში დახმარება აღმოგვეჩინა, ჩვენ შუამავლის როლი შევასრულეთ და გარკვეული  მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ... რა თქმა უნდა, აქ ქართველი პარლამენტარების ძალიან დიდი როლია“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვში ამ პარტიის ვიზიტის დროს ისინი ბევრ საკითხში დაწინაურდნენ და ექიმის გათავისუფლება არის მინიმუმი, რომლის განხორციელება მოხერხდა და სწორედ „პატრიოტთა ალიანსის“ თხოვნით.

რას ამბობენ თბილისში

საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში დაბრუნებულიყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან - Sputnik საქართველო
თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ სკანდალურ დეპუტატთან გამომშვიდობება გადაწყვიტა

„ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რათა გათავისუფლებულიყო ეს პიროვნება, ყველა ბერკეტი ამოქმედდა – ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები... პრაღაში მქონდა 28 ნოემბერს ამაზე საუბარი, შემდგომ ჟენევის ფორმატში. ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ჩვენ ამას ვაკეთებდით ზედმეტი პოლიტიკური აჟიოტაჟის გარეშე“, - განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძემ გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოლიტიკური აჟიოტაჟისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„თუ ახლაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება პოლიტიკური, ჩემი აზრით, ეს სწორი მიდგომა იქნება. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა გვაქვს ჯერ კიდევ მოსაგვარებელი და ასეთი მშვიდი და საქმიანი მიდგომით, მე ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ სამომავლოდ ვიმოქმედებთ“, - განაცხადა აბაშიძემ.

გაფრინდაშვილის დაკავება

ცნობილი ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ცხინვალის რეგიონში იმისთვის გაემგზავრა, რათა სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული მასწავლებლისთვის. ქალი ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავდა, ადგილზე კი მისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენის საშუალება არ არსებობდა.

გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს „საზღვრის დარღვევისთვის“ დააკავეს, 20 დეკემბერს მას ერთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შაბათს ცნობილი გახდა, რომ ის სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

ყველა ახალი ამბავი
0