გლდანში ავტობუსების მარშრუტები ორი დღით ნაწილობრივ იცვლება

© Sputnik / STRINGERგზის რემონტი გლდანში
გზის რემონტი გლდანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტობუსების მარშრუტი ორი დღით შეიცვლება, იუწყება თბილისის მერია.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის მერი გლდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მერვე მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე, საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების გამო დღეს, 28 და 29 დეკემბერს ავტობუსების მარშრუტები ნაწილობრივ შეიცვლება.

N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ.

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2020 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ყველა ახალი ამბავი
0