„ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალისტი მარიამ ციმინტია: ნუ იყურებით მომავალში...“

© Sputnik / STRINGERმარიამ ციმინტია
მარიამ ციმინტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა მოხიბლა და გაიმარჯვა. პარანორმალური შოუს, „ექსტრასენსთა ბრძოლის“, მთავარი პრიზი თუ არა, მაყურებელთა აღიარება და უსაზღვრო სიყვარული ნამდვილად დაიმსახურა.

ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საქართველოდანაა, სამშობლოში ცნობილია როგორც მომღერალი და მსახიობი, იყო „ექსტრასენსთა ბრძოლის“ უპირობო ლიდერი მთელი შოუს განმავლობაში. მხოლოდ რამდენიმე პროცენტი დააკლდა მეოცე, საიუბილეო სეზონში გასამარჯვებლად.

განვლილ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ციმინტია „Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა.

© Photo: Maria Cimintia MariLyn / FBმარიამ ციმინტია, ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან
„ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალისტი მარიამ ციმინტია: ნუ იყურებით მომავალში...“ - Sputnik საქართველო
მარიამ ციმინტია, ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან

- არავინ მოელოდა შენგან იმიჯის ასეთ რადიკალურ ცვლილებას. ბევრს ეგონა, რომ ეს იქნებოდა ცეკვები ან მუსიკალური შემოქმედება, მაგრამ მოსკოვი და „ექსტრასენსთა ბრძოლა“ - ნამდვილად არა. როგორ გადადგი ეს ნაბიჯი?

- სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდანვე მქონდა ხილვები და გრძნეული სიზმრები. ეს იცოდნენ ჩემმა მშობლებმა და მთელმა ოჯახმაც. ახლო მეგობრებიც მთხოვდნენ ხოლმე დახმარებას. „ბრძოლაზე“ თუ ვისაუბრებთ, ამ პროექტს ათ წელიწადზე მეტია, თვალს ვადევნებ და დიდი ხნის წინ ჩავიფიქრე განაცხადის გაგზავნა. ყოველთვის მესმოდა, რომ იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო და შესაძლოა სწორედ ამიტომ ვერ ვბედავდი ამ ნაბიჯის გადადგმას. შარშან შევიტანე განაცხადი, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. წელს, შეიძლება ითქვას, ვიგრძენი, რომ დრო მოვიდა. ასეც მოხდა. პროექტის რედაქტორებმა ერთ კვირაში მიპასუხეს. არცერთი წამით არ დავფიქრებულვარ, ისე ჩავალაგე ბარგი და მოსკოვში სინჯებზე გავემგზავრე.

- ახლა მშვიდად საუბრობ, მაგრამ როგორი იყო შენი რეაქცია მაშინ? როგორ შეხვდნენ ამას შენი ახლობლები, ოჯახი?

- ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. რამდენიმე საათი ეიფორიაში ვიყავი, ბინაში წინ და უკან დავრბოდი, ვრეკავდი მეგობრებთან, მომხდარს ვერაფრით ვიჯერებდი. დადებითი პასუხი მივიღე „სკაიპით“ გასაუბრების შემდეგ. პირველი რამდენიმე წუთი გავქვავდი. გონს მოვეგე, როდესაც თანამოსაუბრემ მკითხა: „მარიამ, არ გიხარიათ?“ თუ ოჯახზე ვისაუბრებთ, მამაჩემი ჩემს უნარს ზედაპირულად უყურებდა. ასე იტყოდა: „ილაპარაკე, შვილო, ილაპარაკე, შენ შემოქმედი ხარ, ისაუბრე. თუმცა ჩემი სიზმრები ყოველთვის სრულდებოდა, და ისიც, რასაც ვამბობდი“. მაგრამ ის მაინც თავს იმართლებდა: „ოჯახში შემოქმედი ბავშვი გვყავს“.

© photo: The Fight of Extrasensories / FBმარიამ ციმინტია, ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან
„ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალისტი მარიამ ციმინტია: ნუ იყურებით მომავალში...“ - Sputnik საქართველო
მარიამ ციმინტია, ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან

დედას არ უნდოდა მოსკოვში ჩემი გაშვება. ჩემი ასაკის მიუხედავად, ჩვენი ოჯახი ძალიან შეკრულია, ამიტომ დედა მეტისმეტად ღელავდა. კიდევ მითხრა: მეხუთე გადაცემიდანაც რომ გამოვარდე, ჩვენთვის ესეც დიდი საჩუქარი იქნება. მე კი მეორე ადგილი ავიღე!

- შიში არ გქონიათ? მაინც სხვა ქვეყანაა, განსხვავებული მენტალობა, ადამიანები. სიმართლე რომ ვთქვათ, მოსკოვი უზარმაზარია, მყუდრო თბილისში ცხოვრების შემდეგ ის უსასრულო ჩანს.

- ძალიან მეშინოდა. არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. ერთადერთი, რაც მესმოდა - იქ ძალიან რთული იყო. მერწმუნეთ, რაც წინასწარ მეგონა, რეალობა იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა. იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ამის სიტყვით აღწერა წარმოუდგენელია. ფინანსურადაც სახიფათო მეჩენებოდა. ოჯახს, შვილს, მშობლებს მე ვინახავ. პირველ რიგში, თანხის შოვნაზე უნდა მეზრუნა. შვილიც არასდროს დამიტოვებია ამდენი ხნით. ამას ემატებოდა ახალი ქვეყანა, სადაც არასდროს ვყოფილვარ.

- რადგან ქვეყნებზე ჩამოვარდა საუბარი, ყველაზე მეტად რა გეცა თვალში მოსკოვში ჩასვლის შემდეგ? როგორ ჩაიარა ადაპტაციამ?

- განსხვავება, რა თქმა უნდა, უზარმაზარია: ვიზუალურიც და ენერგეტიკულიც. პირველი, რაც თვალში მეცა, იყო მასშტაბები, შენობების ზომები. იცით, არ არის აუცილებელი ექსტრასენსი იყო, ამ ქალაქის სიძლიერე რომ იგრძნო. საქართველოში ცხოვრების ტემპი უფრო მშვიდია. ჩვენ თითქოს კურორტზე ვართ. მოსკოვში კი ყველა სადღაც გარბის, ჩქარობს, მიფრინავს. მოსადუნებლად დრო არ რჩება. ტემპი ღამითაც არ ნელდება. ჩვენ დავალებებს გვიან ღამით ვამთავრებდით, ხალხის რაოდენობა კი ქუჩებში არ მცირდებოდა. იცით, დღემდე ვერ ვეგუები კლიმატს. არ მყოფნის მზე და გამუდმებით მენატრება საქართველო.

© photo: Mary Lyn / FBმარიამ ციმინტია, ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან
„ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალისტი მარიამ ციმინტია: ნუ იყურებით მომავალში...“ - Sputnik საქართველო
მარიამ ციმინტია, ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან

- „ბრძოლაზე“ თუ ვისაუბრებთ, გასაგებია, რომ ეს რთული იყო. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, რის ფასად მოხვდი ფინალში?

- ძალიან რთული იყო. დასასრულს რომ უახლოვდები, ხვდები, რომ ნახევარი წელი გავიდა. ეს ისეთი რთული დრო იყო, უძილო ღამეები, ისტერიკები, ნერვები. სინამდვილეში, როდესაც დივანზე ზიხარ, „ბრძოლას“ უყურებ, ყველაფერი გაცილებით იოლი გეჩვენება და ფიქრობ, რომ სასაფლაოზე ყველა გასართობად დარბის. მუშაობისა და გადაღებების გრაფიკი საშინელია. არა მხოლოდ ექსტრასენსებისთვის, არამედ მთელი გადამღები ჯგუფისთვის. მათ პრაქტიკულად არ ეძინათ. რასაკვირველია, ჩვენც არ გვეძინა. ყველა გამოცდა მოსკოვში არ ჩატარებულა. საათობით გვიწევდა მგზავრობა. არ ვიცოდით, სად მივდიოდით. შემდეგ თავად გამოცდები. წვიმა, თოვლი, ქარი...

ახლა მეცინება ამის გახსენებაზე, მაგრამ ერთ-ერთ გამოცდაზე ორმოში ჩავვარდი. მაშინ არ მეცინებოდა. ძალიან ციოდა. შემეშინდა კიდეც. სასაფლაოზე გავრბოდი. თუ ვინმე გადაცემას უყურებდა, გაახსენდება ეს გამოცდა - ბიჭი ჭაში ჩავარდა. კიდევ კარგი, ოპერატორიც არ ჩავარდა ჩემთან ერთად ორმოში. ახლა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაშინ საერთოდ არ იყო სასაცილო.

© photo: Mariam Tsimintiya / FBმარიამ ციმინტია, ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან
„ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალისტი მარიამ ციმინტია: ნუ იყურებით მომავალში...“ - Sputnik საქართველო
მარიამ ციმინტია, ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან

- რომელი გამოცდა იყო ყველაზე რთული?

- ყველაზე მეტად სიკვდილთან დაკავშირებულ გამოცდაზე გამიჭირდა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებოდა. ისეთი გიჟური ენერგეტიკაა, მშობლების ტკივილი. ერთ-ერთი ასეთი გამოცდის შემდეგ ერთი კვირა გონზე მოსასვლელად დამჭირდა. მხოლოდ მე არ განვიცდიდი, ყველა ნერვიულობდა. ერთ-ერთი გამოცდის დროს ტრანსშიც ჩავვარდი.

- ეს საკითხი ალბათ ყველას აინტერესებს. სკეპტიკოსები ყველა კუთხე-კუნჭულიდან გაიძახიან, რომ ყველაფერი ყალბია. არიან ისეთებიც, ვისაც მართლა სჯერა მომხდარის? გამოცდები, ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ, ეს ტრაგიკული ისტორიები - ეს ყველაფერი სიმართლეა?

- მოდით, იმით დავიწყოთ, რომ ეს ტელევიზიაა. კამერები ლამაზ სურათებს რომ არ იღებდნენ, მონტაჟის რეჟისორები დინამიკურ მონტაჟს რომ არ აკეთებდნენ, ამ პროგრამას არავინ უყურებდა. ის უბრალოდ უინტერესო იქნებოდა. ეს ყველა სატელევიზიო პროგრამას ეხება. ისტორიები, რა თქმა უნდა, რეალურია. ეს ადამიანები გვწერენ, დახმარებას გვთხოვენ.

© photo: Georgian Idol / FBმარიამ ციმინტია მერილინ მონროს ამპლუაში - ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან
„ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალისტი მარიამ ციმინტია: ნუ იყურებით მომავალში...“ - Sputnik საქართველო
მარიამ ციმინტია მერილინ მონროს ამპლუაში - ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან

- პროექტს მხოლოდ რუსეთში არ უყურებენ. პოპულარობას თუ გრძნობ და ხალხი თუ გცნობს?

- პლანეტის ყველა ადამიანი რომ მცნობდეს, მაინც არ ვიფიქრებ, რომ ცნობილი ვარ. არ მაქვს შინაგანი პათოსი და სურვილი, ლიდერის პოზიციაზე ვიყო. ეს, რასაკვირველია, არ ეხება მიზნების მიღწევას. სრულებით არ ვიცვლები, ისეთივე ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. მაგრამ ცვლილებები მაინც შესამჩნევია. მაგალითად, როდესაც მეტროში ჩავდივარ, ზოგჯერ მეკითხებიან, მე ვარ თუ არა, ზოგი საერთო ფოტოს გადაღებას მთხოვს. წინააღმდეგი არ ვარ.

- როგორც ნებისმიერი შოუ, პროექტი დასრულდა. ცხოვრება ძველებური აღარ იქნება. რა გეგმები გაქვს?

- დიდი ხანია, მუსიკის სფეროში ვსაქმიანობ. ეს საიდუმლო არავისთვისაა. ამიტომ გეგმაში მაქვს სიმღერების ჩაწერა და ალბომის გამოშვება. ეზოთერული მუსიკა იქნება. შემდეგ, რა თქმა უნდა, მინდა საკუთარი სკოლის გახსნა, რათა ადამიანებმა ცოდნა მიიღონ. ბუნებრივია, ბევრს უნდა თავისი მომავლის დანახვა. მე კი მინდა, ვასწავლო ადამიანებს, არ იფიქრონ მომავლის დანახვაზე, მის ამოცნობაზე, არამედ ჭკვიანურად დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება. რადგან, თუ თავში ამა თუ იმ ინფორმაციას ჩავიბეჭდავთ, შეიძლება ხელიდან გავუშვათ რაღაც მნიშვნელოვანი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ დასაწყისია.

© photo: Mary Lyn / FB მარიამ ციმინტია, ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან
„ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალისტი მარიამ ციმინტია: ნუ იყურებით მომავალში...“ - Sputnik საქართველო
მარიამ ციმინტია, ექსტრასენსი, მომღერალი და მსახიობი საქართველოდან

- და ბოლოს: რას უწინასწარმეტყველებ საქართველოს 2020 წელს?

- საქართველო ძალიან მიყვარს. მიყვარს ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს. ძალიან მტკივა გული ჩვენ გამო. დიდი ხანია, შავ ღრუბელში ვსხედვართ, რომელიც დაგვაწვა და აღარ გადადის. ბუნებრივია, უზომოდ მინდა, ყველაფერი სწრაფად დასრულდეს. მინდა ვუსურვო ყველა მკითხველს საქართველოში, ახალ წელს ყველაფერი მოეგვარებინოთ, რათა სიხარულისთვის მეტი საბაბი ჰქონდეთ.

შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ კიდევ ერთი გადატრიალება გველოდება. ეს წელი გარდამტეხი იქნება ქვეყნისთვის. მომდევნო სამი წელი კი უკვე ნორმალურად დასრულდება. სწორედ 2020 წლიდან დაიწყება დიდი მეტამორფოზები და გარდაქმნები. ყველაზე რთული 2019 წელი იყო. 2020 ერთგვარი განწმენდის წელი იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ წლის დასაწყისი სულაც არ იქნება ზღაპრული, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება.

ყველა ახალი ამბავი
0