თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ავანპოსტზე ტერორისტებმა შეტევა განახორციელეს, იუწყება ტელეარხი Tolo News არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ქართველმა სამხედროებმა მოკავშირეებთან ერთად ავღანეთში ტერორისტები გაანადგურეს – ვიდეო >>
თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, კიდევ ოთხი დაშავდა. შეტევის დროს პოსტზე სულ 16 ადამიანი იმყოფებოდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა თავის თავზე რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
ავღანეთში სამთავრობო ძალებისა და „თალიბანის“ მოძრაობის დაპირისპირებაა. „თალიბანმა“ ადრე მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიპყრო და მსხვილ ქალაქებზე შეტევა დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე გაძლიერდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა. ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივ ოპერაციებს ატარებენ.