გახარია: საყოველთაო ჯანდაცვაში ჯიბიდან გადასახადი ძალიან მაღალია

© photo: Georgian Government / FBგიორგი გახარია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე
გიორგი გახარია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. დღეს, სამწუხაროდ, ჯიბიდან გადასახდელი არის იმდენად მაღალი, რომ მოქალაქე ვერც გრძნობს, საყოველთაო ჯანდაცვა ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვის ეხება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

დღეს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას  საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების 100-მდე ხელმძღვანელი დაესწრო.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
2020 წლიდან პირველადი ჯანდაცვის მასშტაბური რეფორმა დაიწყება

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„საყოველთაო ჯანდაცვამ საქართველოს მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველებს, გარდა იმისა, რომ ეზრუნათ ჯანმრთელობაზე, უბრალოდ სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური სოციალური ვალდებულება, რაც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, დარგი  ინფრასტრუქტურულად და  ტექნოლოგიურად გაძლიერდა, ასევე, შემოვიდა ახალი,  წარმატებული ინიციატივები და წამოწყებები. როგორც გახარიამ განმარტა, ეს ყველაფერი უნდა იყოს პრაგმატული, გათვლილი და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ჯანდაცვის სამინისტროს ხმაურიანი რეფორმა ტარიფების ერთიანი სისტემის შესახებ – რა იცვლება?>>

„შესაბამისად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ აქ გარკვეული ღია და გულწრფელი საუბარი მოგვიწევს. მაგალითად იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ანომალიური 800 ათასი ნოზოლოგია გაჩნდა. მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის, და თითქმის 85%-ს აღემატება; მაგალითად იმაზე, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიზნად ისახავდა მოქალაქის დახმარებას, დღეს, სამწუხაროდ ჯიბიდან გადასახდელი არის იმდენად მაღალი, რომ მოქალაქე ვერც გრძნობს, ეს საყოველთაო ჯანდაცვა, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ ვის ეხება“, - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

გრიპის ვირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გრიპი გვიტევს, მაგრამ ეპიდემიის საფრთხე საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს

გიორგი გახარიამ დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის შენარჩუნებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის აუცილებლობასაც.

პრემიერის განცხადებით, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამაც და სამედიცინო მხარემაც. ახალი კლინიკების შექმნის ნაწილში დიდი პროგრესია. საერთო ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნებული იყოს ისე, რომ საბოლოო ჯამში, მოქალაქე დარჩეს გამარჯვებული.

„საწოლების რაოდენობით ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას, რაც, უბრალოდ, ნიშნავს იმას, რომ დარგში ან არაეფექტური, ან ზედმეტი ფინანსური რესურსი იყო ჩასხმული. კონკურენციის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, სამწუხაროდ, ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, ხარისხის გაუარესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცახდებით, სახელმწიფოს შეუძლია, შექმნას იმდენად მძლავრი კერძო კომპანიები, რომლებიც მზად იქნებიან, მთავრობასთან ერთად იზრუნონ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

რას მოიტანს კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესება>>

ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევაა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს,  2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.

სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში ჩართული არიან ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0