ბექა ნათელაშვილი: მთავრობაში რომ მოდიან, მერე იწყებენ დასვენებას – პენსიაზე დაისვენეთ

© Sputnik / Shota Nozadzeმოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი ბექა ნათელაშვილი
მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი ბექა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ნათელაშვილი „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს, თუ რა არის პოლიტიკა – ცხოვრების წესი თუ დროებითი, იძულებითი საქმიანობა.
ბექა ნათელაშვილი: მთავრობაში რომ მოდიან მერე იწყებენ დასვენებას - პენსიაზე დაისვენეთ
„პოლიტიკაში სარგებლის ან პირადი ინტერესის მოძიების მიზნით არ უნდა იყო... უნდა იყოს უფრო მაღალი ღირებულებისთვის და იდეისთვის ბრძოლა. სხვა შემთხვევაში იქმნება ისეთი სიტუაცია, როგორიც ჩვენ ქვეყანაშია – ვინც პარლამენტში არიან, მათ პირადი ინტერესი აქვთ, ვინც პოლიტიკაში ერთვება, უნდათ საკუთარი ბიზნესის ან შპს-ს საპარლამენტო მხარდაჭერა. საქართველოში, მთავრობაში რომ მოდიან, მერე იწყებენ დასვენებას. რომ მოდიან, მაშინ უნდა იწყებდნენ საქმის კეთებას და პენსიაზე რომ გავლენ, მერე ისვენებდნენ, პირიქით ხდება ყველაფერი“, – აღნიშნა ბექა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის განმარტებით, პოლიტიკა არის საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა ყოველგვარი ინტერესების გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0