გარდაიცვალა ცნობილი რუსი რეჟისორი გალინა ვოლჩეკი

© Sputnik / Levan Avlabreliგალინა ვოლჩეკი
გალინა ვოლჩეკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეატრ „სოვრემენიკის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გალინა ვილჩეკი 87 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თეატრ „სოვრემენიკის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გალინა ვოლჩეკი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости თეატრის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
მოსკოვის თეატრი „სოვრემენიკი" თბილისში გასტროლებს იწყებს

გალინა ვოლჩეკი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცნობილი რეჟისორი საავადმყოფოში ფილტვების ანთებით მოხვდა. ოთხშაბათს მედიაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ იუწყებოდნენ.

გალინა ვოლჩეკი - თეატრისა და კინოს საბჭოთა და რუსი მსახიობი, თეატრის რეჟისორი და პედაგოგია. არის რუსეთის ფედერაციის შრომის გმირი, „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენის კავალერია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის და რუსეთის პრეზიდენტის პრემიის ლაურეატი.

ვოლჩეკი 1933 წელს მოსკოვში დაიბადა. 1955 წელს მან „მხატის“ სკოლა-სტუდია დაამთავრა.

გადაღებულია ფილმებში „დონ კიხოტი“, „უფრთხილდი ავტომობილს“, „მეფე ლირი“, „შემოდგომის მარათონი“ და სხვ. მის სარეჟისორო ნამუშევრებს შორის სპექტაკლებია „ჩვეულებრივი ისტორია“, „ეშელონი“, „სამი მეგობარი“, „ალუბლის ბაღი“ და სხვ.

არაერთხელ არის მიწვეული გერმანიის, ფინეთის, აშშ-ის, უნგრეთის თეატრების დადგმებზე. უცხოეთში მოღვაწეობდა როგორც თეატრალური პედაგოგი.

ყველა ახალი ამბავი
0