ბუნებრივი ნაძვის ხის საფრთხეები: მეცნიერები გვირჩევენ

© Pixabay / ExposureTodayცოცხალი ნაძვის ხე
ცოცხალი ნაძვის ხე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერთა თქმით, ბუნებრივ გარემოში გაზრდილ ხეებზე 50-ზე მეტი სახეობის ობის სპორები და მწერები გროვდება, და როდესაც ხე სითბოში ხვდება, ისინი ცოცხლდებიან და „მავნებლობას“ იწყებენ.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ბუნებრივი ნაძვის ხე სახლში სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ასეთი დასკვნა მეცნიერთა ჯგუფმა მთელი რიგი კვლევების საფუძველზე გამოიტანა. 

ნაძვის ხის სათამაშოები - Sputnik საქართველო
როგორ შევარჩიოთ საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხე და როგორ მოვუაროთ მას

გაირკვა, რომ ნაძვის ხეს შეუძლია ხველების შეტევა გამოიწვიოს და, უფრო მეტიც, ასთმის პროვოცირებაც კი მოახდინოს.

მეცნიერთა თქმით, ბუნებრივ გარემოში გაზრდილ ხეებზე 50-ზე მეტი სახეობის ობის სპორები და მწერები გროვდება, და როდესაც ხე სითბოში ხვდება, ისინი ცოცხლდებიან და „მავნებლობას“ იწყებენ.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ბუნებაში ხეების 70% მწერებითა და ობის სპორებით დასნებოვნებულია.

სწავლულები ამბობენ, რომ თუ ადამიანი საკმარისად ჯანმრთელია, არანაირი პათოლოგია ან თანდაყოლილი დეფექტი არ აქვს, მაშინ მისი იმუნიტეტი თავისუფლად გაუმკლავდება ნაძვის ხის საფრთხეს. მიუხედავად ამისა, ექიმები გვირჩევენ, არ გავაჩეროთ ნაძვის ხე შინ ორ კვირაზე მეტხანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0