ატენის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენები აგრძელებენ

© courtesy of Giorgi Kvirikashviliხანძრის ჩაქრობა
ხანძრის ჩაქრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ორმოცის მიმდებარე ტყეში ხუთიდან ოთხი კერა ლიკვიდირებულია, მეხუთეზე ხანძრის ლოკალიზაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ღია კერები სოფელ რკონში რჩება.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მეხანძრეები მესამე დღეა ებრძვიან ხანძარს ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან – დილიდან ცეცხლის ჩაქრობაში კვლავ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, იუწყება ტელეარხი Imedi.

ამ დროისათვის ადგილზე 60 მეხანძრე რჩება. ტერიტორია უკვე დატოვა მძიმე ტექნიკამ. ამ ეტაპზე სოფელ ორმოცთან ხუთიდან ოთხი კერა ლიკვიდირებულია, მეხუთეზე ხანძრის ლოკალიზაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ღია კერები რჩება სოფელ რკონში.

ხანძარი შიდა ქართლში: ცეცხლი ტყეს ანადგურებს - Sputnik საქართველო
ხანძარი შიდა ქართლში: ცეცხლი ტყეს ანადგურებს

თავდაპირველად ხანძარი ორმოცისა და რკონის დასახლებული ტერიტორიიდან 10-15 კილომეტრში გაჩნდა. ცეცხლი ეკიდა ტყის ქვედა საფარს, შემდეგ ხეებს მოედო.

ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელიც ჩადენილია ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0