ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

© photo by press-service of Roads Department of Georgiaმცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს მოუწოდებს მძღოლებს, რომლებიც კობი-გუდაურის გზაზე რუსეთის საზღვრისკენ გადაადგილდებიან, მოძრაობისას პოლიციის მითითებები გაითვალისწინონ

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (93-107კმ) მონაკვეთზე, სოფელ ნადიბანიდან (69კმ-დან) ლარსის მიმართულებით, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია >>

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი - ზემო ლარსი“ დღეისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0