თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ატენის ხეობაში სოფელ ორმოცთან ტყის ხანძარს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ებრძვის, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
გასული ღამიდან ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს 200 მაშველი ოთხი რეგიონიდან: შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და კახეთიდან.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფართობის ტერიტორია მოიცვა ხანძარმა.
ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.