Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძე ვაჟების მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს – ნახეთ როგორ უვლიან ბიჭები უმცროს ნიკოლას

© Facebook / Kakha Kaladzeანუკი არეშიძე შვილებთან ერთად
ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძეს სოციალურ ქსელში ბევრი მიმდევარი ჰყავს. ამჯერად დიზაინერმა ოფიციალურ გვერდზე შვილების თამაშის ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ, როგორ უვლის უმცროსი ვაჩე პატარა ნიკოლას.

ანუკი არეშიძე და კახა კალაძე შვილებში დიდ სიყვარულსა და მეგობრობას აღვივებენ. პატარა ბიჭები ერთმანეთს უვლიან და დედას უმცროსების აღზრდაში ეხმარებიან. ანუკი არეშიძემ ამის დასტურად ჯვრისწერის ფოტოები გამოაქვეყნა. სურათებზე უფროსი ვაჟი ლევანი ყველაზე პატარა ნიკოლას ხელით დაატარებდა, რომ არ დაღლილიყო. ანუკიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია ლევანისა და დანარჩენი ვაჟების არსებობით, რადგან ისინი ძალიან მეგობრობენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძმებს სათამაშოების გაყოფა არ უყვართ. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, თუ როგორ აიყვანა ვაჩემ ნიკოლა და ლევანის მიერ აწყობილ სათამაშო „ლეგოს“ გაარიდა. ანუკიმ ვიდეოს წარწერა – „ვაჩე ჭკვიანი“ დაურთო.

მზრუნველი დედა შვილების ფოტოების გამოქვეყნებას თავს აღარ არიდებს. მანამდე საზოგადოებას ოჯახის ყველაზე უმცროს ვაჟ ნიკოლას ერთ წლამდე არ უჩვენებდნენ. უსაყვარლესი ბიჭუნა ანუკის და კახას თაყვანისმცემლებმა ყურადღების ცენტრში მალევე მოაქციეს. კალაძეების ოჯახის თითოეული წევრი პატარა უფლისწულს ჰგავს. ბიჭუნებს, უფროსის – ლევან კალაძის გარდა, ანუკი არეშიძეს უფრო ამსგავსებენ, ვიდრე თანამდებობის პირს და ულტრამოდურ მამას კახა კალაძეს. ყველასათვის ცნობილია, რომ კალაძის სამი უფროსი ვაჟი იტალიაში დაიბადა, უმცროსი ნიკოლა – საფრანგეთში. ისინი ერთად მოგზაურობენ, ახალ ქვეყნებს მშობლებთან ერთად იპყრობენ და უკან სამშობლოში სკოლაში/ბაღში წასასვლელად ბრუნდებიან.

ანუკი და კახა, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შვილებთან ინტენსიურ კომუნიკაციასა და ურთიერთობას ყოველთვის ასწრებენ და ახერხებენ. სხვადასხვა საჯარო გამოსვლებისას, ღონისძიებებსა და საზეიმო ვითარებაში თბილისის ცენტრში თბილისის მერი ოჯახთან ერთად ჩნდება. ისინი ერთად ხშირად სრული შემადგენლობით დადიან.

ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. გასული წლის სექტემბერში დაბადებული ნიკოლა წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. „თეთრი შოკოლადი“, როგორც მას ანუკი არეშიძე მოიხსენიებს და უწოდებს, პატარა ბაჭიასაც ჰგავს.

ყველა ახალი ამბავი
0