ნათელაშვილი: სიყვარულიც კი პროპორციულია
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პროპორციულს მოვითხოვთ არა იმიტომ, რომ აკვიატებული გვაქვს. პროპორციული, პარტიული სისტემის გარეშე კაცობრიობა არ ვითარდება. სიყვარულიც კი პროპორციულია, თუ არ იქნა საპასუხო მეორე მხრიდან, ეს არ არის სიყვარული. თვითმფრინავი აფრინდება ერთი მოკლე და ერთი გრძელი ფრთით, თუ პროპორციული არ არის? ვერ აფრინდება ქვეყანა და ქართველი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ არსად არ წავიდეს“, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.
ნათელაშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ერთი ადგილი ტკეპნოს და ამ დროს კაცობრიობა და ცივილიზაცია ვითარდებოდეს. ამაში ვინც ხელს უშლის, აუცილებლად ასწავლის ჭკუას და ისტორიულ სანაგვეზე მოისვრის.