ხელჩართული ბრძოლა თბილისის საკრებულოში

© photo: Sputnikთბილისის საკრებულოს შენობა
თბილისის საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური ატეხა.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ამჟამინდელი და ყოფილი მმართველი პარტიებიდან, გიორგი დოხტურიშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე იჩხუბეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ხაბეიშვილმა, რომელიც დეპუტატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ხმაური ატეხა, როდესაც სხდომაზე დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე დაინახა. ოპოზიცია კუხიანიძეს ცხინვალის რეგიონში დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ Facebook-ზე დაწერილი მკვეთრი კომენტარის გამო აუჯანყდა.

საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან - Sputnik საქართველო
თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ სკანდალურ დეპუტატთან გამომშვიდობება გადაწყვიტა

რამდენიმე დღის შემდეგ კუხიანიძემ სახალხოდ მოიხადა ბოდიში „არაადეკვატურობის" გამო, მაგრამ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ის მაინც გარიცხა თავისი რიგებიდან და ჩამოართვა საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობა.

ხაბეიშვილი დღევანდელ სხდომაზე მოითხოვდა, რომ კუხიანიძეს დაეტოვებინა კომისიის სხდომა. ის კოლეგებს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევდა. მას და დეპუტატ დოხტურიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც მალე ჩხუბში გადაიზარდა. ისინი კოლეგებმა გააშველეს.

„ლევან ხაბეიშვილი დღეს სხდომის ჩაშლას ცდილობდა. ითხოვდა, რომ ერეკლე კუხიანიძეს კომისიის სხდომა დაეტოვებინა. რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძისა და ხაბეიშვილის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები მათ შეუძლიათ გაარკვიონ სხვა ნებისმიერ ადგილზე, სადაც სხდომა არ მიმდინარეობს. ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის დღეს ჩვენს რიგებში აღარ არის", – განაცხადა დოხტურიშვილმა.

თუ კარიდან არ გიშვებენ... – ხაბეიშვილი საკრებულოში შეღწევას აივნიდან შეეცადა>>

მისი თქმით, ხაბეიშვილმა მას არჩევანი არ დაუტოვა.

„რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს", – თქვა დოხტურიშვილმა.

თავად ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ თვითონ არის მართალი. მისი თქმით, თითოეული სხდომა, რომელსაც კუხიანიძე დაესწრება, სკანდალით დაიწყება, სანამ ის საკრებულოს არ დატოვებს.

ამავდროულად კუხიანიძე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარს არ იტყვის.

ყველა ახალი ამბავი
0