სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
საქართველოში მომავალი წლიდან დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა დღეს აღნიშნავენ

უწყების ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქეს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარების და ავღანეთში საერთაშორისო მისიით მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 2,5 ათასი აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1 ათასი აშშ დოლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0