Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასე ანებივრებს მილიონერი თოშა ქებურია მეუღლეს – ქეთი ჟღენტი ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Lika Shengeliaქეთი ჟღენტი
ქეთი ჟღენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიონერ თოშა ქებურიასა და მის ცოლზე საუბარი არ წყდება. ქრისტინე იმედაძის ყოფილი შეყვარებული თოშა მომღერალთან დაშორების შემდეგ მალე დაოჯახდა.

მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტის ოჯახ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა. წყვი­ლს სექტემბერში მე­ო­რე შვი­ლი შეეძინა. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის შარ­შან ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია. ქეთი ჟღენტს აქ­ტი­უ­რი ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და და ის ზა­ფხულ­ში საფ­რან­გეთ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და. ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

„თო­შამ ჩემს მშობ­ლებ­თან ითხო­ვა, რომ დავ­ნიშ­ნუ­ლი­ყა­ვით და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რეთ კან­ში, თო­შას მშობ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ 18 აგ­ვის­ტოს ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე მთხო­ვა ხელი, ეს იყო საყ­ვა­რე­ლი სურპრი­ზი, თო­შამ მთხო­ვა ცაში ამე­ხე­და, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რი­ნავ­და სი­ტყვე­ბით Katie, marry me, გვერ­დით კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იმა­ლე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ჩემი თან­ხმო­ბის შემ­დეგ გა­მოც­ვივ­დნენ და ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა“, – იხ­სე­ნებს ქეთი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­დეგ წყვილ­მა პა­რიზ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი შე­ი­ძი­ნა და ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და. ცოტა ხნის წინ ქეთიმ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ფოტო, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მეუღლემ მას უზარმაზარი თაიგული აჩუქა.

ყველა ახალი ამბავი
0