თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnik / Igor Ageenko / გადასვლა მედიაბანკშიასფალტის დაგება
ასფალტის დაგება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვა უკავშირდება საგზაო სამუშაოებს, რა დროსაც მოხდება ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა კვანძის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე 25 დეკემბერს, ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
საქართველოში გზების მშენებლობასა და რემონტზე 2020 წელს 1,3 მილიარდი ლარი დაიხარჯება

დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში საჭიროა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე ბაშის სატრანსპორტო კვანძზე ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა კვანძის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში.

აღნიშნულის გამო 2019 წლის 25 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე  აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 216-ე კმ (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)–ქუთაისი–სამტრედიის საავტომობილო გზის და ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0