РУСАДА არ ეთანხმება WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებას

© REUTERS / AGENCJA GAZETAWADA
WADA - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული ანტიდოპინგური სააგენტო WADA-ს აღმასრულებელ კომიტეტს ოფიციალურ შეტყობინებას 27 დეკემბერს გაუგზავნის.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. რუსული ანტიდოპინგური სააგენტოს (РУСАДА) წევრთა საერთო კრება არ დაეთანხმა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი კომიტეტის (WADA) გადაწყვეტილებას, განაცხადა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სტანისლავ პოზდნიაკოვმა.

WADA-ს აღმასკომმა 9 დეკემბერს რუსეთს ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება და მათი გამართვა აუკრძალა. მსხვილ ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ნეიტრალური სტატუსის მქონე „სუფთა“ სპორტსმენები, დროშისა და ჰიმნის გარეშე.

პუტინი: WADA-ს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას - Sputnik საქართველო
პუტინი: WADA-ს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას

„საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება – არ დაეთანხმოს WADA-ს გადაწყვეტილებას და РУСАДА-ს ხელმძღვანელს იური განუსს დაავალა 27 დეკემბრისთვის გაიგზავნოს წერილი უთანხმოების შესახებ და დამტკიცდეს შვეიცარიული იურიდიული კომპანია Schellenberg Wittmer. 27 დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს უფლებამოსილება და მინდობილობები РУСАДА-ს მიერ CAS-ში წარსადგენად“, - ციტირებს პოზდნიაკოვს РИА Новости.

პროცედურის თანახმად, თუ РУСАДА არ ეთანხმება WADA-ს გადაწყვეტილებას, სააგენტოსგან შეტყობინების მიღებიდან 21 დღეში წერილობით უნდა შეატყობინოს WADA-ს. ამის შემდეგ WADA ამის შესახებ შეატყობინებს CAS-ს, რომელიც აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ყველა ახალი ამბავი
0