რუსეთმა ყირიმის ხიდის გავლით პირველი მატარებელი გაუშვა

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიმატარებელი „ტავრია“ სადგურზე
მატარებელი „ტავრია“ სადგურზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის გაზაფხულიდან დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მატარებლის დანიშვნა ნახევარკუნძულიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონების მიმართულებით.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგიდან სამგზავრო მატარებელი „ტავრია“ ყირიმის მიმართულებით პირველად დღეს, ორშაბათს გაემგზავრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი 2741 კმ სიგრძის გზას 43,5 საათში დაფარავს და ქერჩის ყურეს 25 დეკემბერს გადაკვეთს. სულ მარშრუტზე ხუთი ერთეული ერთსართულიანი მატარებელი იმოძრავებს.

მოსკოვიდან სიმფეროპოლამდე და უკან 24 დეკემბრიდან ოთხი ორსართულიანი შემადგენლობა იმოძრავებს და ისინი 2009 კმ სიგრძის გზას 33 საათში დაფარავენ.

გარდა ამისა, 2020 წლის გაზაფხულიდან დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მატარებლის დანიშვნა ნახევარკუნძულიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონების მიმართულებით.

ყირიმიდან კრასნოდარის მხარემდე ხიდი რუსეთში ყველაზე გრძელია, რომლის სიგრძე 19 კმ-ს შეადგენს. 2018 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, რომლის მშენებლობაც დაგეგმილზე შვიდი თვით ადრე დასრულდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0