https://sputnik-georgia.com/20191223/vladimir-CiJovi-sputni-estoneTi-247333223.html
ჩიჟოვი: ევროპა სიტყვის თავისუფლებას საკუთარ ფარგლებს გარეთ აკვირდება
ჩიჟოვი: ევროპა სიტყვის თავისუფლებას საკუთარ ფარგლებს გარეთ აკვირდება
Sputnik საქართველო
დიპლომატის თქმით, ევროკავშირში უფრო დიდი სიამოვნებით მსჯელობენ ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე გარემომცველ სამყაროში, თავად ევროკავშირს... 23.12.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-12-23T19:18+0400
2019-12-23T19:18+0400
2023-07-20T15:32+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24733/31/247333147_0:0:3061:1722_1920x0_80_0_0_ac1f9fb1bee2d32a18550bb7dabd42b1.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24733/31/247333147_165:0:2896:2048_1920x0_80_0_0_81403c41a11935ef13c71e9a4dd88568.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსულენოვანი ჟურნალისტების შევიწროება ბალტიისპირეთში 2020, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, რუსულენოვანი ჟურნალისტების შევიწროება ბალტიისპირეთში 2020, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩიჟოვი: ევროპა სიტყვის თავისუფლებას საკუთარ ფარგლებს გარეთ აკვირდება
19:18 23.12.2019 (განახლებულია: 15:32 20.07.2023) დიპლომატის თქმით, ევროკავშირში უფრო დიდი სიამოვნებით მსჯელობენ ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე გარემომცველ სამყაროში, თავად ევროკავშირს საზღვრებს მიღმა.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. უნდა ვისაუბროთ წესების დაცვაზე, რომლებიც ყველასთვისაა დაწერილი, განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის კავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვლადიმირ ჩიჟოვმა.
დიპლომატმა აღნიშნული კომენტარი „Sputnik–ესტონეთის“ რედაქციაზე ქვეყნის ხელისუფლების ზეწოლასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ოფიციალური ტალინი მიზეზად ასახელებს თეზისს, რომ Sputnik-ი — ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალება კი არა, პროპაგანდისტული რუპორია. მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ბოლოს და ბოლოს, უფრო მეტი საფუძვლით იგივე დახასიათება შეიძლება მიეცეს დასავლური მედიასაშუალებების ფართო წრეს (მათ შორის, ესტონურს). ამიტომ აქ პრინციპის საკითხია. ევროკავშირში, უნდა გამოგიტყდეთ, უფრო დიდი სიამოვნებით მსჯელობენ ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე გარემომცველ სამყაროში, თავად ევროკავშირს საზღვრებს მიღმა. და ძალიან უხალისოდ საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც ევროკავშირში არსებობს. თუმცა, ბოლო დროს ამაზე ფიქრიც დაიწყეს“, — განაცხადა ჩიჟოვმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთის ხელისუფლება სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას რუსულ საინფორმაციო მედიაჯგუფ Россия сегодня-სთან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „Sputnik–ესტონეთის“ გარშემო შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მხარი დაუჭიროს Sputnik-ის მუშაობას სხვა ქვეყნებში. თავად Россия сегодня-სა და ტელეარხ RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა კი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს მიმართა და მოუწოდა, არ დაუშვას ჟურნალისტების დაპატიმრება.