მაშველებმა ყუროს მთიდან დაშავებული ჩინელი ტურისტი ჩამოიყვანეს

© photo: Sputnikყაზბეგი
ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, 30 წლის დაშავებული ტურისტის დასახმარებლად ყაზბეგიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 მაშველისგან შემდგარი ჯგუფი ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა.

ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება, გადაუდებელი დახმარების ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სტეფანწმინდაში, ყუროს მთაზე იმყოფებოდა.

მაშველებმა დაშავებულის ადგილსამყოფელის დასადგენად დრონი გამოიყენეს.

ოპერაციაში თბილისიდან ასევე ჩაერთო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი 8 მაშველის შემადგენლობით.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, დროულად მოახერხეს ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე დაშავებული ტურისტის პოვნა და ამოყვანა 100 მეტრის სიღრმის ხევიდან.

მაშველებმა ჩინეთის მოქალაქე გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე, სადაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა.

ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0