ერდოღანი საქართველოს ეწვევა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშირეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ელჩმა თურქეთში აღნიშნა, რომ ქვეყნები არა მხოლოდ კეთილი მეზობლები, არამედ სტრატეგიული პარტნიორებიც არიან.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი საქართველოს შეიძლება 2020 წლის გაზაფხულზე ეწვიოს, განაცხადა საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა – ვისთან და რითი ვაჭრობს საქართველო>>

გარდა ამისა, 2020 წლის თებერვალში ანკარაში საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მაღალი დონის სხდომა გაიმართება.

რეჯეფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ვის უფრო ადრე უმტყუნებს ნერვები: ვაშინგტონისა და ანკარის დაპირისპირება გრძელდება

„ჩვენ მოვილაპარაკეთ თურქულ მხარესთან, რომ, სავარაუდოდ, თებერვლის თვეში იქნება სტრატეგიული კომისიის სხდომა ანკარაში დანიშნული, ხოლო ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მაისის თვეში პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იცით, თურქეთი არა მარტო ჩვენი კეთილი მეზობელია, არამედ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველმხრივ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას", – განაცხადა ჯანჯღავამ.

დღეს თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მერვე შეხვედრა მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0