თალაკვაძე: ყველაზე მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ქვეყანაში
„ფეისბუქში“ არის ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი ინფორმაცია, დეზინფორმაცია, არის ხელისუფლების მხარდამჭერი ინფორმაციაც. ასე რომ, ეს ცალმხრივი ამბავი არ არის. ტროლი არის სუბიექტი, რომელიც ეწევა დეზინფორმაციას და ცდილობს რეალობის გადაკეთებას. მოდი, ვთქვათ, ვინ ცდილობს ამ ქვეყანაში რეალობის გადაკეთებას? ყველაზე მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.
20 დეკემბერს „ფეისბუქმა“ ასეულობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა, რომლებიც, მათი განცხადებით, მმართველ გუნდთან იყვნენ კავშირში და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. მათი თქმით, ამ გვერდებისა და ანგარიშების რეკლამირებაში თითქმის 316 ათასი დოლარი დაიხარჯა.