კონკურსზე, სადაც საქართველოდან ნინი გოგიჩაიშვილი მონაწილეობდა, „მის მსოფლიო 2019“ იამაიკელი მოდელი, ტონი ემ სინგი გახდა. სილამაზის კონკურსზე მეორე ადგილი ფრანგმა ოფელია მეზინომ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ინდოელი სუმან რაოა გავიდა. „მის მსოფლიო 2019“-ის ტიტულის მქონე იამაიკელი გოგონა პროფესიით ფსიქოლოგია და განათლება ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
ცოტა ხნის წინ მოდელმა და „მის საქართველომ“ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რა აჩუქა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა. ნინი გოგიჩაიშვილი ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ტელეწამყვანის ამპლუაში მოდელი GDS-ის გადაცემა „ბინა 18“-ში გამოჩნდა. მას შემდეგ ნინის გარშემო განვითარებული მოვლენები და კარიერული მისწრაფებები ყველა დაინტერესებულმა კარგად იცის. ამას ისიც განაპირობებს, რომ ულამაზესი და დახვეწილი მოდელი სოციალურ ქსელში გამორჩეული „ინფლუენსერია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ ინტერესი მუდამ იზრდება. ნინის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 66 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-9 სეზონში თაყვანისმცემლებს ნინის ხილვისა და მისი ცეკვით აღფრთოვანების შანსიც აქვთ. მაგრამ რამდენიმე ხანია ვარსკვლავი ტელეეკრანებზე, კერძოდ, ტელეკომპანია „იმედის“ რეიტინგულ გადაცემაში აღარ ჩანს.
ნინის გაუჩინარების მიზეზი მის „საქართველო 2018“-ში გამარჯვება და „მის მსოფლიოზე“ გამგზავრება გახდა, რომელიც ინგლისში გაიმართება. ცნობილი ოჯახის პოპულარულმა წევრმა ლონდონის ცენტრიდან რამდენიმე ულამაზესი ფოტო გამოაქვეყნა. ნინის ვიზუალითა და სურათებით აღტაცებული თაყვანისმცემლები ემოციებს ვერ მალავენ. გოგონას სიმაღლე 173 სმ-ია, მისი პარამეტრებია 88-60-88. აშკარაა, რომ გოგიჩაიშვილს გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მისი პარამეტრებით სამოდელო სფეროს საერთაშორისო ჟიური უკვე არაერთხელ დაინტერესდა.
ნინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია. გოგონა ირჩევს ცხოვრების აქტიურ რიტმს და ურთიერთობას ადამიანებთან, ვისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გოგიჩაიშვილი თავს შრომისმოყვარე პიროვნებად მიიჩნევს და მისთვის წარმატების ფორმულა არის სწორედ შრომისმოყვარეობა და საკუთარ თავზე მუშაობა.