ბათუმში ოპოზიცია მიტინგს მართავს

© Sputnik / Olga Kiknavelidzeმოღრუბლული ამინდი ბათუმში
მოღრუბლული ამინდი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიები საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციების გაგრძელებას საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გეგმავენ

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. ბათუმში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს - მთავარი მოთხოვნაა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

ოპოზიცია, რომელიც გაერთიანდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, 14 ნოემბრიდან თითქმის ყოველდღე საპროტესტო აქციებს მართავს. მოქმედი კონსტიტუციით, 77 სადეპუტატო მანდატი პარტიებს შორის ნაწილდება, 73 კი იმ კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც თავის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში საარჩევნო ხმების უმეტესობა მოიპოვეს.

გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
როგორ აფასებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" წინადადებას

აქციაში პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური ლიდერები მონაწილეობენ. ძირითადი მოთხოვნაა - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება. ამ ლოზუნგით ოპოზიციონერები აქციების გამართვას საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გააგრძელებენ.

მმართველი პარტია დათმობაზე წავიდა - მისი ახალი წინადადებით პროპორციული სისტემით არჩეული მანდატების რაოდენობა 77-ის ნაცვლად 100-მდე გაიზრდებოდა, ხოლო მაჟორიტარულით - 50-მდე შემცირდებოდა. თუმცა, ამ პირობებს ოპოზიცია არ დასთანხმდა.

ახალი კომპრომისი: არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება" დათმობაზე მიდის >>

იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ არის, ოპოზიციამ კომპრომისის სახით ხელისუფლებას „გერმანული მოდელი" შესთავაზა, რომლის თანახმად, შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა ისინი უნდა გაიმართოს არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში. ამასთან, პარტია პარლამენტში იმდენ ადგილს მიიღებს, რაც მას პროპორციული არჩევნებით ეკუთვნის. მმართველი პარტია „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, თუმცა დათანხმდა ამ მოდელის ერთ-ერთი კომპონენტის – მრავალმანდატიანი ოლქის შესაძლებლობის განხილვას.

ყველა ახალი ამბავი
0