ფოტოჟურნალიტს ანდრეი სტენინს 22 დეკემბერს 39 წელი შეუსრულდებოდა. მან კარიერა დაიწყო, როგორც რეპორტიორმა, თუმცა მოგვიანებით არჩევანი სამხედრო კორესპონდენტობაზე შეაჩერა და მალე დაიწყო საგანგებო მოვლენების, მასობრივი არეულობებისა და კონფლიქტების გადაღება.
2014 წლის 5 აგვისტოდან ანდრეი სტენინი, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში მივლინებით იმყოფებოდა, კავშირზე აღარ გამოსულა. წყაროების ინფორმაციით, შესაძლო იყიო ის უკრაინელმა ძალოვნებმა დააკავეს, თუმცა კიევი ამას არ ადასტურებდა.
ფოტოკორესპონდენტის მხარდამჭერი აქციები მთელ მსოფლიოში იმართებოდა. ბევრ ქვეყანაში აქციების მონაწილეები მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ, მსოფლიოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პროფესიული საზოგადოებები ფოტოკორესპონდენტთან დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდნენ. მალე ცნობილი გახდა, რომ ანდრეი სტენინი დაღუპული იყო.
ფოტოჟურნალისტი გარდაიცვალა ექვს აგვისტოს 33 წლის ასაკში ქალაქ სნეჟნოეში, როდესაც უკრაინელი ძალოვნების მიერ გახსნილ ცეცხლში მოყვა. ის სარედაქციო დავალებაზე მიდიოდა ავტომობილი რენო ლოგანით. ავტომობილი მაგისტრალზევე დაცხრილეს.
სიმამაცისა და გმირობისათვის, რაც პროფესიული ვალდებულების შესრულებისას გამოიჩინა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ის სიმამაცის ორდენით დააჯილდოვეს.