ირაკლი კაკაბაძე: „მითხრა ჩემი ლექსი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა მოისმინოო“

გამოწერა
ირაკლი კაკაბაძე იხსენებს ამერიკაში ყოფნის დროს თავს გადამხდარ ამბებს, როდესაც 90-იან წლებში იქ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. ასევე იხსენებს ფემინისტ ქალებთან სახალისო შეხვედრასაც.

 

ირაკლი კაკაბაძე: მითხრა ჩემი ლექსი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა მოისმინოო
„ამერიკაში დაახლოებით 20 წელი მაქვს გატარებული. როცა იქ პირველად ჩავედი 21 წლის ვიყავი. ბატონმა ზვიად გამსახურდიამ გვითხრა: ვაშინგტონში ჩადით პეტრე ხვედელიძესთან და ნიუ-იორკში ბონდო კეკელიასთან, ორივე ძალიან ეროვნული კაციაო. ჩავედით და ვურეკავთ ბონდი კეკელიას, საოცარ პიროვნებას, რომელიც მაშინ 86 წლის იყო. კეკელიას სახლში ქართული ფილმები ჰქონდა ვიდეოკასეტებზე. არადა, ჩვენ გვინდოდა, რომ ადგილობრივი ტელევიზორი ჩაგვერთო. საღამოს ჩავრთეთ კიდეც, ტელევიზორში ელა ფიცჯერალდი მღეროდა. ბატონი ბონდი ჩეფჩიკით დასაძინებლად იყო შესული. სიმღერის ხმაზე უცებ აღშფოთებული გამოვარდა: რა არის ეს, ჩემო ბატონო, რას შვრებითო? ჩვენ მივუბრუნდით და ვუთხარით, რომ ეს ქალი და ჯაზი ჩვენთან ძალიან პოპულარული თქო. მან გვითხრა: მაგ უბედურს პირში ცხელი კარტოფილი აქვს და რას უსმენთ, გიჟები ხომ არ ხართ ყველანიო? აგერ მაქვს „კუჩხი ბედინერი“ და ამას უყურეთო“- ამბობს სატელევიზიო გადაცემაში ირაკლი კაკაბაძე.

მწერალი ირაკლი კაკაბაძე იხსენებს: „ამერიკაში ერთი ფემინისტი პოეტი ქალი გავიცანი. მაშინ 25-ის ვიყავი, ის -22 წლის იყო. მან ფემინისტების კაფეში წამიყვანა, სადაც ერთმანეთს უკითხავდნენ ლექსებს, კიდევ აგინებდნენ და რაღაცეებს ესროდნენ“. 

ყველა ახალი ამბავი
0