თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 3,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:35 საათზე, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.