„ნუ გვიშლი ხელს“: მედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

© photo: Sputnikჟურნალისტები
ჟურნალისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები 20-21 ივნისის მოვლენების დროს 40 დაშავებული ჟურნალისტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტთან „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ვასილ დაბრუნდაშვილი - Sputnik საქართველო
„ამ ქა­ოს­ში და­მიც­და ფეხი კი­ბე­ზე“ – აქციის დაშლისას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დაშავდა

საკანონმდებლო ორგანოსთან ქარტიისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის წევრები ითხოვენ ბოლო დროს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მედიის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების დაუყოვნებლივ და ეფექტურად გამოძიებას.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს მედიის 40 დაშავებულ წარმომადგენელს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით „გამოიძიე“, „ნუ გვიშლი ხელს“, „არ შემეხო“, მათ ასევე მედიის იმ წარმომადგენლების ფოტოები ჰქონდათ მოტანილი, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0