Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მაკა ზამბახიძის პიკანტური კაბა გაგაოცებთ - ნახეთ როგორი დეკოლტე მოირგო სუპერ-ვარსკვლავმა

© Facebook / Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე
მაკა ზამბახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკა ზამბახიძის ღრმა დეკოლტემ უამრავი ადამიანის მზერა მიიპყრო. შემსრულებელი შეუდარებლად გამოიყურება.

ბოლო დროის მანძილზე ტაბლოიდებსა და ტელეეკრანებზე მაკა ზამბახიძე სულ უფრო ხშირად ჩნდება. განსაკუთრებული ყურადღება იმის მერე მიიქცია, რაც საზოგადოებამ მისი მესამედ დაოჯახების შემდეგ შეიტყო.
მაკა ზამბახიძემ და მიხეილ ჩოხელმა გასაიდუმლოებული ურთიერთობა სულ ცოტა ხნის წინ გამოამჟღავნეს. ცნობილი მომღერალი მესამედ დაოჯახდა. მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. მაგრამ, ეს სასცენო წყვილი მალე დაიშალა. "დუეტ ჯორჯიათი" დაწყებული კაროერა სოლო შესრულებაში გადაიზარდა.

ფაქტია, საქართველოში ეს წარმოსაჩენი და განსხვავებული ტემბრის მქონე მომღერალი მესამე ქორწინებით აგრესიას არავისში იწვევს. მეტიც, ქართული ბომონდით დაინტერესებული საზოგადოება დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდა მაკას 7 წლით უმცროს შეყვარებულს. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რეალობას ვერ გავექცევით. როგორც ჩანს, მაკას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ კულუარებში არაფერი რჩება. აშაკარაა, რომ სიყვარული მომღერალს განსაკუთრებულად უხდება. ბევრი აღნიშნავს- მაკა სხვაგვარად მომხიბლავი გახდა. სპორტსმენი მეუღლე მასზე დადებითად მოქმედებს და ერთგვარ მოტივატორადაც იქცა. მისი შეუდარებელი გემოვნება და განსაკუთრებული ჩაცმის სტილი ამ ბოლო დროს მეტად თვალშისაცემია. როგორც ჩანს, წყვილი ერთმანეთს თავისუფლებას არ უზღუდავს, პირიქით ერთმანეთში იპოვეს ჰარმონია.

დუეტ „ჯორჯიას“ ყოფილი შემსრულებლის პირველი მეუღლე და მისი ერთადერთი ქალიშვილის მამა- მუსიკოსი ნოდარ ჩიტაძეა. მათ საერთო გოგონა სალომე ჰყავთ. ირკვევა, რომ მაკას პირველი მეუღლე მუსიკოსია და გასაგები ხდება, თუ სალომე ნიჭით ვის გავს. მრავალი კონკურსის მონაწილეა და მუსიკალურ ინსტრუმენტზეც მონდომებით უკრავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0