Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არასდროს შეიცვალო“- გურამ კაშიას გულისამაჩუყებელი სიტყვები ერთადერთ ქალიშვილს

გამოწერა
ცნობილი ფეხბურთელი გურამ კაშია სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მან ქალიშვილს დაბადების დღე ვირტუალურ სივრცეში ემოციური აიტყვებით მიულოცა. ნახეთ, რას წერს საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ფეხბურთელი

ალბათ საქართველოში არ არსებობს დიდი თუ პატარა, ვისაც ერთხელ მაინც არ სმენია ამ გამორჩეული მცველის სახელი და გვარი. დიახ, 31 წლის გურამ კაშია და მისი მეუღლე თამთა გიგაშვილი ამ ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებენ. 10 წელია, რაც დაოჯახდნენ და ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. სრულიად შემთხვევით, 22 წლის ასაკში დაახლოვდნენ და სიყვარულისა და ბანალური სიტყვების გარეშე ერთ წელიწადში ოჯახი გააზრებულად შექმნეს. თამთა სამართალმცოდნეა, ხოლო გურამი – მცველი. მათ სხვადასხვა საქმის ერთი იდეა აკავშირებთ – დაცვა, ამიტომ მათი ოჯახიც დაცული და ჰარმონიულია. წყვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი – ალექსანდრა ჰყავს. აშკარაა, რომ მამა-შვილს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და გურამი შვილს ნამდვილ პრინცესასავით უვლის.

წყვილს პატარა ქალიშვილი ჰყავს, რომელიც სკოლაში წელს წავიდა. პატარა ალისო დიდ ყურადღებას იქცევს. მათი ოჯახი რამდენიმე ხანია აქტუალური გახდა. მას მერე, რაც გურამ კაშიას იდეოლოგიას საზოგადოების მაწილი დაუპირისპირდა გურამი სულ უფრო და უფრო ცნობადი და აქტიურიც გახდა. მისი თითოეული ნაბიჯი გამხილვის საგამი გახდა, ხოლო ტელეეთერებში სასურველი და რეიტინგული სტუმარია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახთან ერთად წლებია საზღვრებსგარეთაა, საქართველოში ჩამოსვლას ხშირად ახერხებს.

გურამ კაშია 2012-2013 წლებში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისი წარმატება მთელ საქართველოს ეამაყება. ფეხბურთელი
ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ მცველია. 32 წლის არის და მასზე მთელი ევროპა და საქართველო ალაპარაკდა. ერთმა სკანდალურმა ქმედებამ და საპასუხო წერილებმა გურამ კაშიას მიმართ გულშემატკივრები განსაკუთრებულად ემოციური გახადა.

ყველა ახალი ამბავი
0