აუდიტის სამსახური: თერჯოლაში 2017 წელს დაგებული გზები უკვე დაზიანებულია

გამოწერა
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზიანებული და უხარისხოდ მოწყობილია კიდევ ოთხი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაგებული გზები უკვე დაზიანებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მუნიციპალიტეტმა შპს „მიმდემისგან“ შეისყიდა სოფელ ზედა საზანო – 26 მაისის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები (471 ათასი ლარი), შპს „გი-ან 2011“-სგან კი თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (687,5 ათასი ლარი).

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
საქართველოში გზების მშენებლობასა და რემონტზე 2020 წელს 1,3 მილიარდი ლარი დაიხარჯება

აუდიტის ჯგუფმა გზები მიმდინარე წელს დაათვალიერა და რამდენიმე მონაკვეთზე ბზარები აღმოაჩინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზიანებული და უხარისხოდ მოწყობილია კიდევ ოთხი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

ამასთან ერთად, აუდიტის ჯგუფის მიერ დათვალიერების მომენტისათვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება.

„მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლისგან ზეპირი კომუნიკაციით მოითხოვა ნაკლოვანებების აღმოფხვრა. წარმოდგენილი ინფორმაციით, 2019 წლის აპრილის ბოლოსთვის გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის და ჭოგნარი-ოდილაურის დამაკავშირებელ გზაზე, შემსრულებლებმა განახორციელეს არსებული ბზარების გუდრონითა და გვერდულების ქვიშახრეშოვანი ნარევით შევსება“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – ხელფასები და პენსიები იზრდება >>

თუმცა, მიღებული ზომების განხორციელებით რამდენად გამოსწორდა დაზიანებები,  ამასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური ვერაფერს ამბობს.

ქვეყანაში გზების მშენებლობასა და რემონტზე, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, გაისად 1,3 მილიარდი ლარი გამოიყოფა. ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია, სოციალურ სფეროსა და განათლებასთან ერთად, საქართველოს ძირითადი პრიორიტეტია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.

ყველა ახალი ამბავი
0