Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პირველად მაშინ მოვკვდი...“ – „გოგიჩას“ მეუღლე დუმილს არღვევს

© Photo: Jesika Szikora / FBნათია ბანძელაძე გიორგი გოგიჩაიშვილი
ნათია ბანძელაძე გიორგი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარულ ოჯახში დიდი ტრაგედია ივლისში დატრიალდა. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გიორგი გოგიჩაიშვილის ორგანიზმმა ავადმყოფობას ვეღარ გაუძლო.

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სტუმრად იმყოფებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პროფილში“, სადაც მის გარდაცვლილ მეუღლეზე, ტელეწამყვან გიორგი გოგიჩაიშვილზე ისაუბრა. მან გაიხსენა, რა რეაქცია ჰქონდათ, როდესაც ამ მძიმე დაავადების შესახებ გაიგეს.

პოპულარულ ოჯახში დიდი ტრაგედია ივლისში დატრიალდა. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გიორგი გოგიჩაიშვილის ორგანიზმმა ავადმყოფობას ვეღარ გაუძლო. მისმა გარდაცვალებამ გული მთელ ქვეყანას დასწყვიტა. მსახიობის კეთილი როლები, ბავშვების უკიდეგანო სიყვარული და გულახდილი ღიმილი ყველას კარგად დაამახსოვრდა. მისი უბოროტო და ყველას მიმართ ყურადღებიანი დამოკიდებულება ბევრისთვის მაგალითად იქცა. გოგიჩას ადამიანები არასდროს დაივიწყებენ, რადგან ის ბავშვობის უდარდელ წლებთანაა დაკავშირებული.

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ბავ­შვე­ბის­თვის, მისი პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თვის კი უბ­რა­ლოდ გო­გი­ჩას 49 წლის ასაკ­ში გან­საც­დე­ლის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. ჯერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე გა­და­ცე­მა „ყო­ჩა­ღე­ბის ქუჩა“ და­უ­ხუ­რეს, შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩე­ნილ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა დას­ჭირ­და. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უცხო­ეთ­ში, სტამ­ბუ­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და. ეს ავად­მყო­ფო­ბა მისი ოჯა­ხის­თვის მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა­სა­ვით იყო. მკურნალობის შემდეგ ერთი პერიოდი მსახიობი თავს კარგადაც გრძნობდა, თუმცა ბოლო თვეებში მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0