მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლგბტ თემის დროშის დაწვისთვის მამაკაცს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა – ვიდეო

© photo: Sputnik / Vadim Zhernov / გადასვლა მედიაბანკშილგბტ თემის ლენტები
ლგბტ თემის ლენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
30 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულში, მესამე ხარისხის შეურაცხყოფასა და ცეცხლის უპასუხისმგებლო გამოყენებაში.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ში აიოვას შტატის მცხოვრებ ადოლფო მარტინესს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადგილობრივი ეკლესიის ლგბტ თემის დროშის დაწვისთვის, იუწყება გაზეთი Des Moines Register. 

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ თვეში 30 წლის მარტინესი დამნაშავედ ცნეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულში, მესამე ხარისხის შეურაცხყოფასა და ცეცხლის უპასუხისმგებლო გამოყენებაში. 

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ზაფხულში ადოლფო მარტინესმა მოიპარა ლგბტ თემის ბანერი, რომელიც ქრისტე ეიმსის გაერთიანებულ ეკლესიასთან ეკიდა, და დაწვა იგი. მამაკაცი პოლიციამ დააკავა და მან დანაშაული აღიარა. 

როგორც ოლქის ადვოკატი ჯესიკა რეინოლდსი აცხადებს, სიძულვილის ნიადაგზე დანაშაული მარტინესს იმ ქონების დაზიანების გამო მიესაჯა, რომელიც სექსუალური ორიენრტაციისადმი კუთვნილებას გამოხატავდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0