მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრიტანეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი Brexit-ს

© REUTERS / PHIL NOBLEBrexit
Brexit  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ბორის ჯონსონმა განმეორებით შეიტანა პარლამენტში კანონპროექტი Brexit-ის შესახებ, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას ითვალისწინებს 2020 წლის 31 იანვრამდე

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს Brexit-ის შესახებ, იუწყება მასმედია პარასკევს გამართული კენჭისყრის შედეგებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტს ხმა მისცა 358 დეპუტატმა 234-ის წინააღმდეგ.

მანამდე, პარასკევს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში კვლავ შეიტანა Brexit-ის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას ითვალისწინებს 2020 წლის 31 იანვრამდე, და ასევე უარი გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0