სამეგრელოში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღმოჩენილი პროდუქცია კანონდამრღვევ მოქალაქეებს უკვე ჩამოერთვათ.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ქალაქ ფოთში, ზუგდიდსა და წალენჯიხის რაიონში, ასევე სოფელ რუხში, ყულიშკარში, ოდიშსა და ფახულანში დანაშაულში მხილებული პირებისგან სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 45 ათასამდე ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს გამოვლენილი პროდუქტი ჩამოერთვათ, საქმის მასალები კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა შემდეგი რეაგირებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0