აშშ-ის სენატმა საქართველოში ახალი ელჩი დაამტკიცა

© AFP 2024 / MANDEL NGANკაპიტოლიუმი
კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში აშშ-ის დიპლომატიურ მისიას კელი დეგნანი ჩაუდგება სათავეში, რომელსაც აქვს ავღანეთში, თურქეთში, ბოტსვანაში, პაკისტანში, კოსოვოსა და იტალიაში დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კელი დეგნანის დანიშვნას მხარი დაუჭირა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ევროკავშირისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ევროკავშირისა და აშშ-ის რეაქცია

სენატში ელჩის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრა 19 დეკემბერს გაიმართა.

კელი დეგნანი ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი. მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.

დეგნანი ასევე მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ავღანეთში, თურქეთში, ბოტსვანასა და პაკისტანში. იგი არის ფილოსოფიის დოქტორი, აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი, ფლობს რამდენიმე ენას, მათ შორის იტალიურს, ფრანგულს, თურქულსა და ურდუს.

საქართველოში აშშ-ს ელჩი წინა წლის გაზაფხულიდან არ ჰყავს, როდესაც საკუთარი მოღვაწეობა დაასრულა ელჩმა იან კელიმ. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0