კვაჭაძე: ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა
„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
ექიმის განმარტებით, თუ რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა ცოტნე გამსახურდიას, კონკრეტულ დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს.