საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხურება

© Sputnik / Alexander Imedashviliდეპუტატები სხდონათა დარბაზში
დეპუტატები სხდონათა დარბაზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების წინაშე ეკონომიკის, განათლების და ჯანდაცვის მინისტრები წარდგებიან.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია პარასკევს დაიხურება.

ბოლო სხდომაზე დეპუტატები ერთბაშად სამ მინისტრს მოუსმენენ – ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას, განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.

ამის შემდეგ დეპუტატები 2020 წლის თებერვლის პირველ სამშაბათამდე არდადეგებზე წავლენ.

„ქართული ოცნების“ მრავალათასიანი მიტინგი - Sputnik საქართველო
მოლაპარაკებები გაგრძელდება: ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ

პარლამენტის მუშაობის ბოლო თვე მძიმე გამოდგა. ნოემბერში, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად, მმართველი პარტიის შიგნით უთანხმოების გამო საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა. ამან ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

საპროტესტო აქციები გამოიწვია ასევე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცებამ, რომელთა წინააღმდეგაც ოპოზიცია გამოდიოდა. პროტესტების მიუხედავად, პარლამენტმა მხარი 14 კანდიდატს დაუჭირა. მათ ხმა მისცეს მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა.

ხმაურიანი აქცია და დაკავებები: ეპიცენტრი – საქართველოს პარლამენტი >>

ამას გარდა, ამ დღეებში საშემოდგომო სესიაზე 2020 წლის ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდა.

ყველა ახალი ამბავი
0