ცოტნე გამსახურდია სავარაუდოდ დანით დაჭრეს: მისი მდგომარეობა მძიმეა

© Sputnik / Levan Avlabreliცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ სანამ უცნობი პირი ცოტნე გამსახურდიას დაჭრიდა, მათ ჩხუბის ხმა ესმოდათ

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ცოტნე გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, სავარაუდოდ, დანით დაჭრეს, განაცხადა მისმა ძმამ კონსტანტინე გამსახურდიამ.

თბილისში ცოტნე გამსახურდია დაჭრეს >>

ინციდენტი ვერაზე, გალის ქუჩაზე, ცოტნეს სახლთან მოხდა. ამჟამად მას ოპერაცია უტარდება.

„მდგომარეობა მძიმეა, დაჭრილია გულ-მკერდის არეში. ჯერჯერობით მთავარია, გავარკვიოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ ის, თუ რა შედეგს დადებს გამოძიება. თავს შევიკავებ წინასწარ იმაზე საუბრისგან, რაც არ ვიცი. პირველადი მონაცემებიდან გამომდინარე, რაც მე მითხრეს ინფორმაცია, ეს არის დანისებრი ბასრი საგანი. არის საკმაოდ საშიში ჭრილობა. ამიტომ, ჯერჯერობით დაველოდოთ, რას იტყვიან ექიმები. პირადი დაპირისპირება, როგორ გითხრათ, ასეთ რაღაცებზე არ ვარ კომპეტენტური, პირადი დაპირისპირება რატომ უნდა ყოფილიყო“ ,- აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ სანამ უცნობი პირი ცოტნე გამსახურდიას დაჭრიდა, მათ ჩხუბის ხმა ესმოდათ.

სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით არის აღძრული, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0