რიყე–ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით დაიკეტა

© photo: Sputnikსაბაგირო გზა
საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს რიყის პარკისა და ნარიყალის დამაკავშირებელი საბაგიროს დროებითი დაკეტვით გამოწვეული დისკომფორტის გამო.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რიყის პარკისა და ნარიყალის ციხის დამაკავშირებელი საბაგირო გზა ძლიერი ქარის გამო დროებით დაიკეტა, იუწყება „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“. 

მიუხედავად მზიანი ამინდისა, ხუთშაბათს თბილისში ძლიერი ქარი ქროდა. ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსს აღწევდა, ხოლო ქარის ძალა წამში – 20-25 მეტრს. 

„ძლიერი ქარის გამო „რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

როდიდან განაახლებს საბაგირო მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0