ნინო ლომჯარია: ეს კარგი დაცვის მექანიზმია, რომ თავიდან ავირიდოთ ფსიქოლოგიური ზეწოლა...
„ამ ეტაპზე მე არ მაქვს საფუძველი, რომ უნდობლობა გამოვუცხადო გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვნების გამოკითხვა ხდებოდეს აუდიო- ან ვიდეოჩანაწერით. ვფიქრობ, ეს კარგი დაცვის მექანიზმია, რათა თავიდან ავირიდოთ ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ზეწოლა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის განმარტებით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობის ეჭვი იყოს.