ლიბიაში გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები საქართველოში ხვალ დაბრუნდებიან

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მეზღვაურებს ბრალად ედებოდა ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, თუმცა მოგვიანებით მათ ყველა ბრალდება მოეხსნა

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. პატიმრობიდან გათავისუფლებული ორი ქართველი მეზღვაური, რომლებიც ლიბიაში ორი წლის წინ დააკავეს, საქართველოში ხვალ დაბრუნდებიან, იუწყება პირველი არხი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილეზე დაყრდნობით.

ადამიანის ჩრდილი გისოსთან - Sputnik საქართველო
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან

გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე თბილისში 11:10 საათზე იქნებიან.

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ტანზანიის დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდნენ, ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად 30 აგვისტოს ლიბიის წყლებში დააკავეს. გემი არალეგალური ტვირთის გადაზიდვაში ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

„ლიბიის მხარემ ყველანაირი ვადა დაარღვია როგორც სასჯელის გამოტანასთან დაკავშირებით, ასევე ბრალდების დამტკიცებაზე. ისინი წინასწარ პატიმრობაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმყოფებოდნენ. ასევე, მათ გაუვიდათ პატიმრობის ვადა და ამის მერეც პატიმრობაში იმყოფებოდნენ. სანქცია, რომელიც დაეკისრათ, დაახლოებით მილიონზე მეტი, საქართველოს მიერ უზრუნველყოფილი ადვოკატის აქტიურმა ქმედებებით განულდა“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ.

მისი თქმით, მეზღვაურების გათავისუფლება საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების კოორდინირებული ღონისძიებების შედეგია.

ყველა ახალი ამბავი
0