საქართველო „ოსკარისთვის“ რბოლას გამოეთიშა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკში"ოსკარი". ქანდაკება
ოსკარი. ქანდაკება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლევანდელი „ოსკარისთვის“ ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური მხატვრული ფილმი“ წარდგენილი იყო დიტო ცინცაძის სამხედრო დრამა „შინდისი“. კიდევ ერთი ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კონკურსში შვედეთის სახელით მონაწილეობდა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი გახდა აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ პრეტენდენტების მოკლე სია, საქართველო, სამწუხაროდ, შორტ-ლისტში არ არის წარდგენილი. ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართული კინოს მორიგი გამარჯვება – „შინდისის" რეჟისორი ჰოლივუდში დააჯილდოეს>>

საქართველოდან წლევანდელი „ოსკარისთვის“ ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური მხატვრული ფილმი“ წარდგენილი იყო დიტო ცინცაძის სამხედრო დრამა „შინდისი“. კიდევ ერთი, ლევან აკინის ქართული ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შერჩევაში შვედეთის სახელით მონაწილეობდა. ლონგ–ლისტში ასევე მოხვდა ლევან გაბრიაძის ანიმაციური სურათი „იცი, დედა, სად ვიყავი?“, რომელიც რეზო გაბრიაძის მოთხრობების მოტივებზეა გადაღებული.

ნინო კირთაძე - Sputnik საქართველო
„ევროპულ ოსკარზე“ წამყვანი ქართველი რეჟისორი ნინო კირთაძე იქნება

„ოსკარის“ პრემიაზე პრეტენდენტების შორტ-ლისტში ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური მხატვრული ფილმი“ შევიდა რუსი რეჟისორის კატერინა ბალაგოვას Дылда, ჩეხი რეჟისორის ვაცლავ მარგოულის The Painted Bird, ესტონელი რეჟისორის ტანელ ტოომის Truth and Justice, ფრანგი რეჟისორის ლაჯა ლის Les Misérables, უნგრული ფილმი Those Who Remained, ჩრდილოეთ მაკედონიელი რეჟისორების ფილმი Honeyland, პოლონური Corpus Christi, სენეგალური სურათი Atlantics, სამხრეთ კორეელი რეჟისორის ფილმი Parasite, ასევე ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის Pain and Glory.

აქამდე პრესტიჟულ კატეგორიას ეწოდებოდა „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“, ახლა კი მას „საუკეთესო უცხოური მხატვრული ფილმი ეწოდება“.

გრან-პრი! ქართული ფილმი „შინდისი“ ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებულია>>

აშშ-ის კინოაკადემიის გრაფიკის მიხედვით, ნომინანტების სიას 13 იანვარს გამოაცხადებენ. დაჯილდოების ცერემონია (რიგით 92-ე) 9 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0